თბილისის საქალაქომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავებული ახმედ ჩატაევი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს შეფარდების მოთხოვნა დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა.
საქართველო - დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტის ხეობაში საქართველოს შსს-მ ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებდა, შსს-ს ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ 3 მოწმე ჰყავს. 29 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული.
არსებული ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს 8 სექტემბერს ჩაბარდა, ის ფეხში იყო დაჭრილი და დაკავების შემდეგ მარცხენა ფეხი მუხლს ქვემოთ მოჰკვეთეს. მას არ აქვს ერთი ხელიც. ჩატაევს თავს დამნაშავედ არ სცნობს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ ოანკისის ხეობაში მცხოვრებმა ქისტებმა საქართველოს ისუტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს და ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვდა.