საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არამიზნობრივ ხარჯვას ახორციელებდა, მილიონობით ლარი ირიცხებოდა ოფშორულ ზონებში და შედეგად საქართველო მოძველებულ ტექნიკას იღებდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აკმაყოფილებს საზოგადოების მაღალ ინტერესს სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებით, მათ შორის ტექნიკის და საბრძოლო იარაღის შესყიდვების შესახებ.
გრიფით საიდუმლო მოეხსნა ავტომატების საქმეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ბაჩანა ახალაიას მინისტრობის პერიოდში შეძენილ იქნა გასული საუკუნის შუა პერიოდში წარმოებული მეორადი, გადაღებილი და ზოგიერთ შემთხვევაში კუსტარულად შეკეთებული AK-47 და AKS-47 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არსენალი.
ცნობისთვის, AK-47 შეიარაღებაში აღარ აქვს თავად რუსეთის ფედერაციასაც კი. დოკუმეტების თანახმად 1 ცალ ავტომატში გადახდილია 290 ევრო, თუმცა ამ ავტომატური იარაღის საბაზრო ფასი 50 ევროს ფარგლებში მერყეობს. საქმე, რადგანაც აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გადაიგზავნება პროკურატურაში.