მოსკოვში დაღესტნის ფინანსთა მინისტრის მოადგილის შვილი მოკლეს. 18 წლის სეილუტდინ ისლამოვს კონფლიქტი მოსკოველ ახალგაზრდებთან მოუვიდა, რომელთა ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია. როგორც „ლაიფ.ნიუსი" წერს, ჩხუბი მალე დამთავრდა, თუმცა, ისლამოვის ახლობლები ირწმუნებიან, რომ სწორედ ის გახდა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი.
სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ ისლამოვზე თავმდამსხმელები სამნი იყვნენ. სეილუტდინს დარტყმა მკერდის არეში მიაყენეს და გაიქცნენ. ამ დროისათვის არ კონკრეტდება, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და იყო თუ არა ის ეთნიკური ხასიათის.
სამართალდამცავები კონფლიქტში მონაწილე ახალგაზრდებს ეძებენ. დახმარება, შესაძლოა, მათ ვიდეოკამერის ჩანაწერებმა გაუწიოს, თუმცა, ამ ეტაპზე, გამოძიების დეტალები არ ხმაურდება.