შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ვალდებულებების შესრულების კომიტეტის დელეგაციის შეხვედრა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედნენ: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორიგნის კომიტეტის მდივანი ბას კლეინი, დანია ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის წარმომადგენელი მაიკ ასტრუპ ჯენსენი და ლატვიის სოციალისტური ჯგუფის წევრი ბორის ცილევიჩი.
შეკრებაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ახალი ხელისუფლების პრიორიტეტები, ახალ პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის თანამშრომლობა და 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამეტო არჩვენების შედეგები.
მინისტრთან შეხვედრისას განიხილეს სხვა თემებიც: პოლიციის რეფორმა, თურქი-მესხების რეპატრიაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, უმცირესობათა უფლებების დაცვა.