ხვალ, 6 დეკემბერს 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში VIII სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ნატო-ს მიერ საქართველოს 2012 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
ხვალვე, 15:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში VIII სართულზე ალექსი პეტრიაშვილი შეხვედრას გამართავს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩ რენო სალენსსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ფრანსუა დელაჰუსთან.