შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე მისი დაკითხვის დეტალებს არ აკონკრეტებს. როგორც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან ლორთქიფანიძის უფლებადამცველმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფი შს მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე შსს საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფებოდა.