მოსკოვის N2 საგამოძიებო იზოლატორში ე.წ. ბუტირკაში მომხდარი ამბავი შესაძლოა კრიმინალურ სამყაროში კლანების ახალი დაპირისპირების საბაბი გახდეს. კერძოდ, ლევან აბულაძეს, რომელმაც მიმდინარე წლის ივლისიდან სხვა ე.წ. კანონიერი ქურდების მხრიდან თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი ვერაფერი მიიღო, ამ უფლებების აღიარებაზე საბოლოოდ ეთქვა უარი.
თუ აქამდე ლევანის ქურდული სტატუსი აქამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ახლა ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და არა მის სასარგებლოდ.
37 წლის, სოხუმში დაბადებული მრავალჯერ ნასამართლევი ლევან აბულაძე მიმდინარე წლის ივლისში განსაკუთრების დიდი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებით დააპატიმრეს. აბულაძე ამავე დროს არის ერთ-ერთი უახლოესი ადამიანი სოხუმის ქურდული კლანის უცვლელი ლიდერისა მერაბ ჯანგველაძისა, რომელიც ამავე დროს "დედ ჰასანის" ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგეა.
მიუხედავად იმისა, რომ აბულაძე ნეიტრალურ განყოფილებაში მოათავსეს, მასთან ერთად მყოფმა ე.წ. ქურდებმა "ასლანმა" და "როკომ" რომლებიც ასლან უსოიანის კლანში არ მოიაზრებიან უარი განაცხადეს იგი თავის "ძმად" მიეღოთ.
ამბობენ, რომ "ასლანმა", რომელიც ისედაც ცეცხლს ეთამაშება იმით, რომ უსოიანის ერთ ერთი აშკარა მოწინააღმდეგისადმი ბადრი კოღუაშვილისადმი ავლენს სიმპატიებს "თავი არ აიტკივა" და პასუხისმგებლობა აბულაძის უფლებების აღიარებაზე არ აიღო და გადაწყვეტილების მიღება უფრო ახალგაზრდა "როკოს" გადააბარა. "როკო" კი თავის მხრივ თბილისური "ქურდული სკოლის კურსდამთავრებულია" და ლევანისადმი ანტიპატიას მისი "ჯემოსთან" დაპირისპირების, "რობინზონზე " თავდასხმისა და 2007 წელს ბესიკ ჯოპუას მკვლელობის ეჭვების გამო განიცდიდა. შედეგად, აბულაძე აბსოლუტურ უმცირესობაში დარჩა და იგი ქალების საგამოძიებო იზოლატორში გადამალეს.
ცნობილი ხდება, რომ ავტორიტეტმა "არტიომმა" ლევანზე ე.წ. ბუტირკაში ე.წ. პრაგონი გაგზავნა სადაც ნათქვამი იყო რომ ის "არავინაა და მას სახელი არ აქვს". გარდა "არტიომისა" ამ გზავნილის ქვეშ თავისი ხელმოწერა 16 ე.წ. კანონიერმა ქურდმა დააფიქსირა. მათ შორის არიან: "ვაგიფ ლენკორანსკი", "ლეხა ირკუტსკი", "ტიმურ სვერდლოვსკი", გელა და გიზო ქარდავები, "სურიკ ლენინაკანსკი", "ზაპი", "ნიკა გაგრინსკი", "გოჯა ბაკინსკი", მერაბ მზარელუა, "მასიკ სენაკსკი", როლანდ გეგეჭკორი, "გია სვერდლოვსკი" და სხვები. აბულაძეს ვერც ავტორიტეტების "მერაბისა" და "ტახის" ჩარევამ უშველა და იგი ქურდულმა სამყარომ ისეთ ადამიანთა კასტაში - "კობლებსა" და "კოვირიალებში" დააბრუნა, რომლებსაც აქვთ უფლება, მიუხედავად ყველაფრისა თავისი თავი ყველაზე ავტორიტეტულებად მიიჩნიონ.