პროკურატურაში შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე დაკითხვაზე იმყოფება. ლორთქიფანიძე პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ჯერჯერობით უცნობია, რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს პროკურატურაში შს მინისტრის ყოფილი მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში პირველ დეკემბერს უკვე იმყოფებოდა. იგი ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო.გია ლორთქიფანიძე კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილის დავით ლორთქიფანიძის ძმაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს.