საქართველო "იუნესკოს" განათლების ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანა გახდა.
აღნიშნული სტატუსი ქვეყნის მთავრობას გუშინ, ჟენევაში გამართულ, იუნესკოს 59-ე სესიაზე მიანიჭეს, რაც იუნესკოს არსებობის ისტორიაში პირველი პრეცენდენტია.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რამდენიმე წუთის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ეს "საქართველოსთვის დიდი პატივია".
"ნორვეგია იქნა არჩეული პრეზიდენტად, ჩვენ კი პატივი გვერგო ვიყოთ იუნესკოს ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანა. ეს არის აღიარება იმ რეფორმების, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და გაგრძელდება განათლების სფეროში. ეს არის დიდი პატივი და პრესტიჟი ქვეყნისთვის. ჩვენ დავამარცხეთ ისე ქვეყნები, როგორებიცაა რუსეთი, ჩეხეთი... 28 ქვეყნიდან, შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ ჩვენ დაგვიჭირა მხარი", - განაცხადა შაშკინმა.
საქართველო "იუნესკოს" განათლების ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება.