დღემდე გაუგებარია რატომ არ ხდება ციხის ფაქტების გამოძიება, - ამის შესახებ ბაჩანა ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ასევე გაურკვეველია რატომ არ ხდება კახეთში გარდაცვლილი ჩვილის ბარბარეს საქმის გამოძიება.
"წინა საარჩევნოდ "ცოცხების" კადრებმა აღშფოთება გამოიწვია ჩვენს ოჯახში. ისევე როგორც ყველა ქართველში. თუმცა დღემდე გაუგებარია რატომ არ ხდება ამ ფაქტების გამოძიება. ან რატომ არ ხდება კახეთში გარდაცვლილი ჩვილის ბარბარეს საქმის გამოძიება?" , - აცხადებს ნადარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები