თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილისა და სხვა ბრალდებულებებისთვის აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლო პროცესზე მოსამართლეებმა რამდენიმე შუამდგომლობა მათ შორის ბრალდებულების გათავისუფლები საკითხი დააყენეს, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის მოთხოვნა არ დაკმაყოფილა. როგორც ჟურნალისტებთან ადვოკატებმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განცხადეს მოსამართლე მიკერძოებულია.
,,დავაყენე შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის გაუქმებასთან დაკავშირებით და ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესზე ცოტა უცნაური რაღაცეები იკვეთება", _ განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
მომდევნო სასამართლო პროცესი 10 დეკემბერს 10:00 საათისთვის ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ოქუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს და 6-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოქრუაშვილთან ერთად შეიარაღებული ფორმირებების მომზადებაში ბრალდებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი გაბროშვილი, იოსებ გიგუაშვილი, ზაზა ბეთლემიშვილი, ზვიჩა საბაშვილი.