რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევის ახლანდელი ვიზიტი ცხინვალის რეგიონში "რესპუბლიკის" უსაფრთხოების საკითხებთან იყო დაკავშირებული. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა "სამინისტროებისა და უწყებების" ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მისივე თქმით, დეკემბრის ბოლოს მოსკოვში რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამინისტროებს შორის შეთანხმების გაფორმება იგეგმება. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზედაც ეს დოკუმენტი დეტალურად იქნება განხილული.
"ჯერ ჯერობით, ჩვენ შეთანხმების პროექტი განვიხილეთ და მისი ყველა პუქნტი ჩვენთვის მისაღებია", _ განაცხადა თიბილოვმა.