დღეს, 5 დეკემბერს, 15:00 საათზე, "ვისოლი" ორთაჭალჰესის მიმდებარედ ახალ ინტეგრირებულ ავტოგასამართ სადგურს ხსნის. სადგურზე ვისოლი მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ფართო არჩევანთან ერთად ავტოგაზსაც შესთავაზებს.
ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობისთვის ვისოლმა მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და 25-მდე ადამიანი დაასაქმა.
უახლოეს თვეებში ახალ ავტოგასამართ სადგურზე "ვიანორის" ავტომომსახურების ცენტრიც გაიხსნება. "ვიანორი" მომხმარებელს "ნოკიანის" საბურავებს, ფრანგული "ტოტალის" ზეთებსა და ვულკანიზაციის სრულ მომსახურებას შესთავაზებს.
"ვისოლს" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია ერთადერთი ნავთობკომპანიაა საქართველოში, რომელმაც ინტეგრირებული ავტოგასამართი სადგურები დანერგა ქვეყანაში.