ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობისათვის   ორი პირი დააკავეს.მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ბაგრატ ქ.-მ და ბადრი ყ.-მ დიდ დიღომში მდებარე თემურ ნადირაძის  ავტოსახელოსნოდან  1500 ამერიკული დოლარის ღირებულების ავტონაწილები მოიპარეს.   ჩატარებული სამძებრო  ღონისძიებების შედეგად, ვაკე- საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქურდობაში ბრალდებულები რამდენიმე დღეში დააკავეს. სამართალდამცველებმა მათი სამალავიდან,  ნივთმტკიცების სახით, ავტომანქანის 4 საბურავი და 4   "ფარი" ამოიღეს.
სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის(ქურდობა)  მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით აღიძრა და მე-3-ე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით აღიძრა.