თბილისში ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთის დელეგაცია იმყოფება. მათი სტუმრობის მთავარი მიზანია, გაეცნონ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებს.დელეგაციის წევრები, რომელთაც ულანბატორის მერი ხელმძღვანელობს, დღეს თბილისის მერს, გიგი უგულავას და მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის მერიის პროექტებზე, ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.