სახალხო დამცველის აპარატი ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს ჯანდაცვის სამინისტროს დღეს გადაუგზავნის.
როგორც გიორგი ტუღუში აცხადებს, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ამ დაწესებულებებში გაუსაძლისი პირობებია.
"ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ჩვენ წავაწყდით ისეთ პრობლემას, როგორიცაა პაციენტების არასწორი მკურნალობა. გარდა ამისა, იქ მატერიალურად გაუსაძლისი პირობებია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარემო, რომელშიც პაციენტები იმყოფებიან, არის ღირსებისშემლახავი", - აცხადებს გიორგი ტუღუში.
სახალხო დამცველის აპარატმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოების მონიტორინგი რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.