სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერების  უკანონოდ შეძენა- შენახვის ფაქტზე 1966 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ. და ნარკოსაშუალების განმეორებით რეალიზაციისათვის - 1972 წელს დაბადებული  ნონა ხ. დააკავეს.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მცხოვრები ნონა ბ.  სისტემატურად ჰყიდდა ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს". 2012 წლის 7 ნოემბერს დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ამავე ბრალდებით წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში აღიძრა.
დაკავებული თეიმურაზ ხ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას პირადი ჩხრეკისას 26 ამპულა (მათგან 4 ცარიელი) „მორფინი" აღმოაჩნდა. ნარკოლოგიურმა  ექსპერტიზამ დადგინა , რომ  თეიმურაზ ხ. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
სისხლის სამართლის საქმე ირივე დაკავებულის მიმართ 260-ე  მუხლის 1-ლი  ნაწილით აღიძრა. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.