სამართალდამცავებმა  იარაღის უკანონო შენახვის ფაქტზე ნესტორ ბ. დააკავეს. 1971 წელს დაბადებული ნესტორ ბ.-ს საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან სამართალდამცველებმა ჩხრეკისას „აკმ"-ის ტიპის არარეგისტრირებული ავტომატი და 2 მჭიდი ამოიღეს.
 ნესტორ ბ.-მ დანაშაული აღიარა. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო  შენახვისთვის უკვე წაეყენა. დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულში მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო ოთხჯერ არის ნასამართლევი.