შსს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ციხის #9 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა ახალაია და ოქრუაშვილი ერთმანეთისგან იზოლირებულ კამერებში იმყოფებიან.
,,გუშინ მოხდა ახალაიას გადაყვანა. გუშინვე მოხდა სასამართლოს შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილიც. ისინი ერთმანეთისგან არიან იზოლირებული და არც გასეირნების დროს არ მოუწევთ ერთად ყოფნა", - განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ოქრუაშვილი გლდანის #8, ხოლო ახალაია ორთაჭალის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა.