ოსი სეპარატისტების ინფორმაციით, "ქართველოს ტერიტორიიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგუშაგო დაიცხრილა. აღნიშნული ინციდენტი ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარე საგუშაგოს მიმართულებით მომხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ პ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
სეპარატისტები ასევე აცხადებენ, რომ ცეცხლი ავტომატური იარაღიდან მოსაზღვრე საქართველოს ტერიტორიიდან ქარელის რაიონის სოფელ კოდას მაღლობიდან გაიხსნა და 50 წუთს გრძელდებოდა.
"საგუშაგოზე მყოფმა მესაზღვრეეებმა უსაფრთხო ადგილზე მიმალვა მოახერხეს და არავინ სამხედრო მოსამსახურეებიდან არ დაშავებულა", _ აცხადებენ ოსურ ე.წ. უშიშროების კომიტეტში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინბციდენტის გამოძიებაში ასევე ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს გამოძიება.