შსს-ის ინფორმაციით, ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებების შედეგად გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა  ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი დააკავეს.
დაკავებული არიან:  1995 წელს დაბადებული  ნიკა გ. და 1993 წელს დაბადებული ნუგზარ ს.
მათ 2012 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში წინასწარი შერჩევის შედეგად,  თბილისის სხვადასხვა რაიონში მდებარე „ნუგეშის" 15  სავაჭრო ჯიხური, 2 საცხობი,  „ შირაქის ეკო პროდუქტებისა"  და „კოდას" ჯიხურები  გაქურდეს. თბილისის მასშტაბით,  მათ  სულ 21 სავაჭრო ობიექტი გაქურდეს.
დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
მათ ბრალი სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც არაერთგზის და წინასწარი შეთახნმებით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.