ხვალ, 4 დეკემბერს, 12:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია უმასპინძლებენ პრესკონფერენციას, რომელიც გაიმართება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ცხრა ქართველი თანამედროვე დრამატურგის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი პიესების კრებული „ 9 პიესა ვს. ძალადობა".
ინიციატივა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის, კერძოდ ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსიის ხელშეწყობას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის კომპონენტის ხელმძღვანელი ირინა ჯაფარიძე, კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი ეკატერინე მაზმიშვილი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე.