ტყიბულის რაიონის სოფელ ლეყერეთის მახლობლად გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად თბილისიდნ ვერტმფრენებს ელოდებიან. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
,,ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება მიზეზები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცეცხლის ჩასაქრობად ვერტმფრენებს ელოდებიან", _ განაცხადა ელისო ჩაფიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ხანძარი დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ უქმნის.