თბილისის საკანონმდებლო ორგანომ პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი დაამტკიცა. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის №14-48 გადაწყვეტილებაშია აღნიშნული: შეტანილ იქნეს ცვლილება „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებაში (,,საქართველოს რესპუბლიკა", 25.06.2009, №127-128) და გადაწყვეტილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი.