10 თებერვალს პოლონეთიდან არალეგალი ქართველების მორიგი დეპორტაცია მოხდება.
საგანგებო რეისი ვარშავა-თბილისის მიმართულებით 18:00 საათზეა დანიშნული.
ქართველები საემიგრაციო წესების დარღვევის გამო დააკავეს. მათ პასპორტები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია არ აღმოაჩნდათ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეების ეს უკვე მეოთხე დეპორტაცია იქნება. პოლონეთის ხელისუფლებამ მათი შემოწმება მას შემდეგ გაამკაცრა, რაც რამდენიმე ათეულმა არალეგალმა პოლონეთიდან სამგავრო მატარებელი გაიტაცა და მემანქანეს სტრასბურგში ჩასვლას აიძულებდა.