რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის 2016 წლამდე განვითარების გეგმაზე მუშაობს. ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფედერაციის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერეშაგინმა განაცხადა, რომ მომავალი წლის აპრილისათვის 2016 წლამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის განვითარების კომპლექსური გეგმის შემუშავება დასრულდება, რომლის მიხედვითაც უახლოეს წლებში ცხინვალის რეგიონის სოციალ-ეკონომიკური განვითარება დაიგეგმება.
"იგეგმება კომლექსური გეგმის შექმნა 2016 წლამდე - ეს არის ახალი საინვესტიციო პროგრამა ამ პერიოდზე. მიმდინარე ზაფხულს ახლანდელი მთავრობის მიერ რუსეთის "სარიგრაფიული შემუშავებები-რეგიონთან" კონტრაქტი გააფორმა და სამი ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ მზად გვექნება ახალი, აწონილ-დაწონილი პროგრამა რომელიც სამხრეთ ოსეთის განვითარებას 2016 წლამდე გაწერს", _ აცხადებს რუსი მინისტრის მოადგილე.
მისივე თქმით, ამ პროგრამის განვითარებაში ჩართულია რუსეთის, თითქმის ყველა სამინისტრო.
"ამ ფორმატში გაუწევს რუსეთი დახმარებას სამხრეთ ოსეთს. ეს იქნება ყველა აუცილებელი დახმარება, მათ შორის ფინანსური", _ აცხადებს სერგეი ვერეშაგინი.