10 თებერვალს, 13:00 საათზე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისში, ბელიაშვილის #40-ში, ყოფილი პროფ სასწავლებლის შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 60 ოჯახს შეხვდება.
აღნიშნული ფართები დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ და ინდივიდუალური მრიცხველებიც დაუმონტაჟდათ.