შსს-ის ინფორმაციით, სამარტალდამცავებმა დააკავეს ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში მცხოვრები  სომხეთის მოქალაქე, ეროვნებით სომეხი, 1959 წელს დაბადებული ვრეჟ  მ.   ჩხრეკისას  მისი საცხოვრებელი სახლის   სხვენიდან ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 ცალი მჭიდი, 175 ცალი 5,45 მმ-იანი და  47 ცალი 7,62 მმ-იანი  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, 2  ხელყუმბარა;   ავტომატისათვის განკუთვნილი ხიშტ-დანა    ქარქაშით, გლუვლულიანი 16 კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი. აღნიშნულ საბრძოლო მასალას  ვრეჟ მ.  უკანონოდ ინახავდა.
დაკავებულმა   ჩადენილი დანაშაული აღიარა.  გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს შსს ასპინძის რაიონული სამმართველო.