ცხინვალსა და ახალგორს შორის ავტობუსის მიმოსვლა რეგულარული იქნება. ამასთან დაკავშირებით ახალგორში ოს სეპარატისტთა ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ცხინვალსა და ახალგორს შორის გზას რესპუბლიკისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. დღეისათვის სრულიად აგებულია ტრასის 40 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეს სამუშაო მომავალ წელსაც გაგრძელდება გზის მშენებლობა დასრულდება.", _ განაცხადა თიბილოვმა და აღნიშნა, რომ "რესპუბლიკის ხელმძღვანელობა" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ადამიანებმა რომლებმაცხ ეს რაიონი 20 წლის წინ დატოვეს დაბრუნდნენ და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდნენ.