სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილების საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებს  119 მსჯავრდებული დატოვებს.
ადგილობრივმა საბჭოებმა განიხილეს 1600-მდე მსჯავრდებულის განცხადება.
პრიორიტეტი მიენიჭათ არაძალადობრივი დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს, რომელთა ქცევა ადინისტრაციის მხრიდან შეფასდა დადებითად და მსჯავრის სრულ მოხდამდე დარჩათ  6 თვემდე. ასევე, ინდივიდუალურად შეფასდა და გათვალისწინებულ იქნა  მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის განმეორებითი ჩადენის რისკები.
აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით 119 მსჯავრდებული, მათ შორის  6 მძიმე ავადმყოფი, 6 ქალი  დატოვებენ საპატიმროებს.