თბილისის საქალაქო სასამართლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნის გერონტი ალანიასთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხის დღეს განიხილავს. გერონტი ალანიას ბრალი 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაუსწრებლად გუშინ წარედგინა.
როგორც ალანიას ადვოკატი დავით ხაჟალია აცხადებს, საქმე ეხება 2005 წლის იანვარში მთაწმინდა-კრწანისის მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის ცემის ფაქტს.
მისივე თქმით, საქმეში ასევე ფიგურირებენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები - დათა ახალაია, სოსო თოფურიძე და ოლეგ მელნიკოვი. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ბრალს მათაც წაუყენებენ.