ხვალ, 3 დეკემბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ რამდენიმე პირის ს პროცესი გაიმართება.
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოში 20 ნოემბერს დაბრუნდა ბრალდებულების უფლებადამცველების შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ სხდომა 3 დეკემბრისთვის გადადო.
ოქუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად შეიარაღებული ფორმირებების მომზადებაში ბრალდებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი გაბროშვილი, იოსებ გიგუაშვილი, ზაზა ბეთლემიშვილი, ზვიჩა საბაშვილი.