შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია წარდგენილი საქმეებიდან ნახევარზე ნაკლებს მისცა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა შეწყალებულთა შორის 18 ქალია.
,, კომისიამ 550 პატიმრის საქმე განიხილა, რომელთაგან კომისიამ ნახევარზე ცოტა ნაკლებს მისცა რეკომენდაცია. 23 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა დანარჩენი სასჯელისგან მთლიანად გათავისუფლდა. შეწყალებულ პატიმრებს შორის 18 ქალია. Oორ მათგანს გაუნახევრდა სასჯელი 16 გათავისუფლდება პატიმრობიდან. შეწყალებულთა შორისაა ერთი მსჯავრდებული, რომელმაც შეწყალების შესახებ განცხადება მაისში შემოიტანა, მაგრამ აგვისტოში უკვე სრულწლოვანი გახდა და მასაც კომისიამ დადებითი რეკომენდაცია მისცა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ შეწყალებული პატიმრები პრეზიდენტის ბრძანებულებით კვირის ბოლომდე გათავისუფლდებიან.
თევდორაძის განცხადებით, შეწყალების კომისია მომავალ კვირას 9 დეკემბერს კვლავ შეიკრიბება.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიამ საპატიმროს შუამდგომლობის საფუძველზე 550 პატიმრის საქმე განიხილა.