ხვალ, 10 თებერვალს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ესპანელი ბიზნესმენები ქართული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ. შეხვედრების მიზანი, ესპანელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის უშუალო კონტაქტების დამყარება და ურთიერთობის გაღრმავებაა.
სპანელმა ბიზნსმენებმა სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს მთავრობის წევრებთან უკვე გამართეს. ისინი საქართველოში არსებულ საინვესტიციო პოტენციალს, საგადასახადო რეჟიმსა და ეკონომიკურ ვითარებას გაეცნენ.
ესპანეთის ბიზნესმენთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ესპანეთის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბიზნსმენები ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, სამშენებლო, ენერგეტიკისა და სხვა სექტორებიდან.