საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ბათუმში ორი ფერადკანიანი მოქალაქის ცხედარი იპოვა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილები ნიგერიის მოქალაქეები არიან.
გუშინ, ბათუმის №1 სამმართველოს ტერიტორიაზე, მე-5 სექტორ „ტბეთის" მონაკვეთზე, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა 4-ფერადკანიანი პიროვნება გააჩერეს, რომლებსაც პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აღმოაჩნდათ. შემთხვევის ადგილზე სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც ვითარებაში გარკვევის შემდეგ, გარდაცვლილებიც აღმოაჩინეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი 2009 წლის 9 თებერვალს, საქართველოს კანონმდებლობით პასუხისგებაში უკვე იყო მიცემული, მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა ედებოდა.
შუახევის რაიონის სამმართველოში, აღნიშნულ საქმეზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.