შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომელიც პროკურატურაში მოწმის სტატუსით იკითხებოდა საგამოძიებო ორგანო უკვე დატოვა.
გვაზავს დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურისაგნ შესაბამისი უწყება მოწმის სტატუსით დაბარების შესახებ ლევან გვაზავას ოჯახმა გუშინ მიიღო. გვაზავას მეუღლე კატეგორიულად გამორიცხავს ლევან გვაზავას კავშირს ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით.