სამართალდამცავებმა  ქურდობის ბრალდებით ერთი პირი თორნიკე თ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2012 წლის 5 ნოემბერს დუშეთის რაიონში,  დაბა ჟინვალში, ოთარ სუარიშვილის კუთვნილი მაღაზიიდან  სხვადასხვა დასახელების ელექტროტექნიკა და 650 ლარი მოიპარა.
თორნიკე თ-მ ნივთები თბილისში ჩამოიტანა და სხვადასხვა მაღაზიაში ჩააბარა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები  ამოღეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.  დანაშაული 1დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს I განყოფილების თანამშრომლებმა მკვლელობის ბრალდებით ნათიბ ი. დააკავეს.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები