სამართალდამცავემა ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე გიორგი ბ. თბილისში, გლდანში დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას 4 სამედიცინო შპრიცი აღმოაჩნდა მოყავისფრო სითხით.
ქიმიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აღმოჩენილი სითხე ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინია" 0,004 გრ, რაც დიდ ოდენობად ითვლება.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ კი დაკავებულის სისხლში ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის კვალი აღმოაჩინა.
სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლის 2 ნაწილის I ქვეპუნქტით აღიძრა , რაც 6 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები