ნეველის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით ნათიბ ი. დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, 2012 წლის 30 ნოემბერს თბილისში, ნეველის ქუჩაზე მდებარე საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე 1980 წ.დაბადებულმა ნათიბ ი-მ ეჭვიანობის ნიადაგზე თავის მეუღლეს, 1982 წ.დაბადებულ ხაიალა ასკიაროვას ცივი იარაღით ზურგზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ასკიაროვა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიებას თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები