შეწყალების სახელმწიფო კომისია საპატრიარქოსგან მიღებულ პატიმართა სიაზე იმსჯელებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორძემ განაცხადა სია 550 პატიმრის საქმეს აერთიანებს.
მისივე განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რამდენ პატიმარს მიცსემს რეკომენდაციას შეწყალების კომისია.
"ეს არის ის საქმეები, რომლიც საპატრიარქოს შუამდგომლობით შემოვიდა. საპატრიარქოდან გამოსატანია კიდევ 150 საქმე და ალბათ, ერთ კვირაში ამ საქმეებსაც განვიხილავთ. ისეთი კატეგორიის პატიმრების საქმეების ვერ განვიხილავთ ვისაც სასჯელის ნახევარი არ აქვს მოხდილი და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან უარყოფითად ხასიათდება. მძიმე დანაშულებზე მკვლელობაზე, წამლის გასაღებაზე, გაუპატიურობაზე, რეციდივიოსტობაზე, კომისია თავს შეიკავებს ასეთი კატეგოირიის პატიმრებს მისცეს რეკომენდაცია" - განაცხადა ელენე თევდორაძემ.