შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე მოწმის სახით პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ის მთავარ პროკურატურაში 18:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა უწყებაში ჯერ არ მისულა. კონკრეტულად რა საკითხს შეეხება საქმე, პროკურატურაში ჯერ არ აკონკრეტებენ.
გია ლორთქიფანიძე ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო.
გია ლორთქიფანიძე კახეთის კუდ-ის უფროსის მოადგილის დავით ლორთქიფანიძის ძმაა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს.