დღეს, 1-ელ დეკემბერს 15:35 საათზე №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების ანესთეზია რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა მსჯავრდებული თ.დ. №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი 2012 წლის 1 დეკემბერს #8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს, დიაგნოზით - არასტაბილური სტენოკარდია.
სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტი მოთავსდა ანესთეზია რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვალების წინასწარი დიაგნოზი: გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები.
გარდაცვალების ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზა.