ერთიანი ნაციონალური მოძრაობიც გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი შსს-ში გამოცხადდა. შსს-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საუბარია, მერაბიშვილის მიერ ყალბი პასპორტის გამოყენებაზე. შსს-ის ინფორმაციით, 2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით. აღნიშნულ ფაქტზე თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის ფაქტზე. იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება, წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა. იმავე საღამოს, 23.00 საათზე უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.
შსს-ს ბრალდებას ვანო მერაბიშვილი ასბურდულს უწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლების აბსურდებმა სრულიად ახალ სიმაღლეებს მიაღწია. "ეს ხელისუფლება სერიოზულად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მე გუშინ საღმოს ყალბი პასპორტით ვაპირებდი ერევანში გაფრენას პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად, ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს, ეს მარტომას, რომ მეხებოდეს ამას იუმორით შეხვდებოდა. "მაგრამ ეს ეხება მთელ საზოგადოებას, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება აპირებს თვალში ნაცარი შეაყაროს ჩვენს საზოგადოებას", - განაცხადა მერაბიშვილმა.