1-ლი დეკემბრის მონაცემებით, წელს საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზეა 1358 პაციენტი, რომელთა შორის 37 ბავშვია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენ" შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს, სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 3608 შემთხვევა, რომელთანაგან 2 643 მამაკაცი, 965 კი ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2313 პაციენტს, 780 გარდაიცვალა.
აივ-ის გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები - 53.8 %, ჰეტეროსექსუალური კონტაქტით დაინფიცირდა - 38.6 %, ჰომო/ბი-სექსუალური კონტაქტით - 4.1 %, ვერტიკალური გზით - 2.1 %, სისხლის რეციპიენტია - 0.5 %, 0.9 %-ის შემთხვევაში კი გადაცემის გზა დაუდგენელია.
რეგიონების მიხედვით შემთხვევათა უმეტესობა თბილისშია გამოვლენილი - სულ 1 250, მათგან 71 უცხოელია.
რეგიონული განაწილება ასეთია: აჭარა - 424; სამეგრელო - 526; იმერეთი - 472; ფოთი - 57; კახეთი - 160; აფხაზეთი - 279; ქვემო ქართლი - 166; შიდა ქართლი - 110; მცხეთა-მთიანეთი - 30; რაჭა-ლეჩხუმი - 6; სამცხე-ჯავახეთი - 41; გურია - 74; სვანეთი - 13.