დღეს, 1-ელ დეკემბერს, სასამართლო ზესტაფონის გამგებლისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, კახა გეწაძესთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. სასამართლო პროცესი, რომელც 30 ნოემბერს იყო დაგეგმილი, პირველი დეკემბრისთვის გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ გეწაძე სამართალდამცავებმა 29 ნოემბერს დააკავეს. იგი წინა მოწვევის პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2 ნოემბერს ზესტაფონის საკრებულომ გეწაძე ხმაურიან სხდომაზე რაიონის გამგებლად აირჩია.გავრცელებული ინფორმაციით, გეწაძე ერთი წლის წინ მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავეს. მას ბრალი სხვადასხვა მუხლით წაეყენება. ერთ-ერთი მუხლი, რომლითაც გეწაძეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, არის საქართველოს სს კოდექსის 118 -ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. მეორე მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაეყენება, არის სს კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილი - ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღით. ეს კონკრეტული მუხლი 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გეწაძის ბრალდებას დაემატა კიდევ ერთი მუხლი - ეს არის 184 -ე მუხლის პირველი ნაწილი.პროკურატურაში დაბარებული კახა გეწაძე პირველ ეტაპზე მოწმის სახით იკითხებოდა, მოგვიანებით კი დააკავეს.