შიდა ქართლში პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკავებული თანამშრომელი გაათავისუფლეს. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი რევაზ კახნიაშვილი და შიდა ქართლის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე ზანგალაძე ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედბის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 29 ნოემბერს დააკვეს შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი რევაზ თენგიზის ძე კახნიაშვილი და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე გრიგოლის ძე ზანგალაძე. მათთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე. კახნიაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 20-გრამიანი შპრიცი რომელშიც, სავარაუდოდ, მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის 'ბ" ქვეპუნქტით: ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ითვალისწინებს შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.