საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, 137 მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულის საკითხი განიხილოს. როგორც ჟურნალისტებთან პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს გააკეთა განცხადება, სადაც ის ოფიციალური თხოვნით მიმართავს პრეზიდენტს 137 მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე. მანჯგალაძის განცხადებით, საქმე ეხება მძიმე დაავადების მქონე პატიმრებს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს განიხილოს აღნიშნული საკითხი. ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე პრეზიდენტი შესაბამის აქტს გამოსცემს.