საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს საფინანსო სექტორში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრა გამართა სავალუტო ფონდის დელეგაციასთან, კერძოდ, მისიის ხელმძღვანელ ბიური იაკუშასთან, მარკ გრიფიტთან და აზიმ სადიკოვთან.
შეხვედრის მიზანი იყო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მდგომარეობის სტატუსი, საფინანსო სექტორში არსებული სიტუაცია და სს "საპარტნიორო ფონდის" მიერ საქართველოში წამოწყებული პროექტების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების განხილვა.