ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში დარჩება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სოზარ სუბარი ბაჩანა ახალაიას მისამართით ხმამაღალ ყვირილში შემჩნეულ პატიმარზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ეს პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-6 დაწესებულებაში, საიდანაც თავის დროზე მე-7 დაწესებულებაში გაურკვეველი მიზეზებით გადაიყვანეს.
"დღეს ეს ადამიანი გადაყვანილი იქნება მე-6 დაწესებულებაში, საერთოდ არ მესმის თავის დროზე ეს პატიმარი სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებიდან მე-7 დაწესებულებაში რატომ გადმოიყვანეს და სწორედ ამიტომ ის დაბრუნდება იმ დაწესებულებაში, სადაც წესით უნდა იყოს. რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას, ის კვლავ იქ დარჩება სადაც ახლა არის",- განმარტა სოზარ სუბარმა.