"მეცხრე არხის" რეორგანიზაცია ჩვეულებრივი პროცესია", -განაცხადა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრმა ,,მეცხრე არხზე" მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ტელევიზიაში ყველაფერი კარგად ვითარდება.
,,მეცხრე არხზე" ყველაფერი კარგად ვითრდება. რეორგანიზაცია კი ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესია', - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელევიზია დატოვა ,,მეცხრე არხის" გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა, ბექაურის მოადგილემ ვასილ მაღლაფერიძემ და დილის გადაცემის წამყვანებმა.